თანამონაწილეობა

AVA-ს შექმნაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. პირადი არქივების განყოფილება თქვენს მიერ შემოტანილი მასალებით უნდა შეივსოს, ჩვენი კოლექციისთვის პირადი არქივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

თუ გსურთ თანამონაწილეობა ვებ არქივის გაფართოებაში, გთხოვთ საიტის ადმინისტრატორს მიაწოდოთ თქვენი მასალები მეილზე info@ava.ge. მეილში მიუთითეთ: თანამონაწილეობა, შემდეგ თქვენი ან ინსტიტუციის სახელი.

მასალების (ფოტო, ვიდეო, აუდიო, რუკა, ღია ბარათი, პლაკატი და ა.შ.) განხილვის შემდეგ ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ. იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს მასალების გაშიფვრა, გთხოვთ თითოეული გამოგზავნილი ფაილი დაასათაუროთ: მიუთითოთ წელი და ადგილმდებარეობა, მასალაზე ასახული პირების ვინაობა (თუ ცნობილია) და ასევე აღწერა რომელიც გსურთ, რომ გამოჩნდეს პირადი არქივების განყოფილებაში.


თუ დამატებითი ტექნიკური კითხვები გაქვთ გთხოვთ მოგვმართოთ info@ava.ge


დიდი მადლობა თანამონაწილეობისთვის!

 

აფხაზეთის ვირტუალური არქივი

ჭანტურია 8
0108 თბილისი
საქართველო

info@ava.ge